დამრიგებლის გვერდი

         დამრიგებლის მუშაობა რთული და ამავდროულად  ერთობ საპასუხისმგებლოა.  მისი მუშაობა ძირითადად ყოველდღიური საჭირბოროტო პრობლემების განხილვასა და მასწავლებლის სპონტანურ აქტივობას ეყრდნობა.  ყველა პროფესიის ადამიანი გარკვეული დროის შემდეგ ხედავს თავისი შრომის ნაყოფს, ამჩნევს მუშაობის დროს დაშვებულ შეცდომებს და ცდილობს გამოასწოროს იგი. მაგრამ მასწავლებელს ეს შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ყოველი შეცდომა ცუდად აისახება ბავშვის მომავალზე. ამიტომაც ის ვინც ამ პროფესიას აირჩევს ძალიან უნდა უყვარდეს ბავშვები და კარგად იცოდეს მისი ასაკობრივი და ფსიქოლოგიური თავისებურებები.
მასწავლებელი ეხმარება ბავშვს სასკოლო გარემოსთან ადაპტაციაში სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია განსაზღვრავს მის მომავალ წარმატება-წარუმატებლობას. ამ პერიოდში მასწავლებლის მიერ დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის იმედგაცრუება, კონფლიქტი, სწავლაში წარუმატებლობა. ეს ყოველივე კი დიდ გავლენას იქონიებს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე, მის პიროვნულ განვითარებაზე.
          დაწყებითი კლასების მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა მასწავლებელი - დამრიგებელი. მისი საუბარი, შექება და შენიშვნა მოქმედებს ბავშვზე. ამიტომ  დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიდი სიყვარულსა და სითბოს უნდა გამოხატავდეს მოსწავლის მიმათ.მას უნდა შეუქმნას თბილი მოსიყვარულე გარემო.  აგრძნობინოს ბავშვს, რომ უყვარს და აფასებს მის პიროვნულ თვისებებს.
          სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების პიროვნულ და სოციალურ განვითარებას, ქმნის ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და დამრიგებელს შორის თბილი, პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

   დამრიგებლის მიზანია ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობელთათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. დამრიგებლის მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განვითარების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების  განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებას, უვითარებდეს მათ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას  და ეხმარებოდეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების  გაცნობიერებაში.

No comments:

Post a Comment